სპალეტის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.
წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილია არა მხოლოდ იუვენტუსის კარგი თამაშით და პოზიტიური შედეგებით, ასევე სპალეტის ურთიერთობით როგორც ფეხბურთელებთან, ასევე დირექტორებთან და სტაფის სხვა წევრებთან.
რომანოს თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული დრო, როდის მოაწერს სპალეტი ახალ კონტრაქტს უცნობია, მაგრამ ლუჩიანოსა და იუვენტუსის განზრახვა აშკარაა: ისინი თანამშრომლობას გააგრძელებენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
