კიელინი კიეზას ტრანსფერში პირადად არის ჩართული
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ჯორჯო კიელინის ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დაბრუნება სურს და მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.
წყაროს ცნობით, კიეზას იუვენტუსში დაბრუნება უნდა, მაგრამ გუნდებმა ტრანსფერის ისეთი ფორმულა უნდა იპოვნონ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
ლივერპული ფედერიკოს გაშვებას არ ჩქარობს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე გუნდი იტალიელის სანაცვლოდ 10-11 მილიონს გადაიხდის, იუვენტუსი კი თავის მხრივ მის იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
