სპალეტი:“ იუვენტუსის მაისურის ტარება ყოველთვის მაქსიმუმისთვის ბრძოლას ნიშნავს“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი სასუოლოსთან მატჩის შემდეგ.
„გოლის აღნიშვნა დევიდთან ერთად ? გამიკვირდებოდა, ეს სხვანაირად რომ ყოფილიყო. დევიდისთვის გასული დღეები რთული იყო, ყველა დაუმსახურებელი შეურაწყოფისა და კრიტიკის მოსმენა, გუნდმა ამ გოლის აღნიშვნით ის ამ ყველაფრისგან დაიცვა. დევიდმა დიდებული მატჩი ჩაატარა და დრო იყო, ჩვენგან, მისი მეგობრებისგან სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ეგრძნო.
„დომინაცია ? ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მეტოქეს მომენტების შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით და სიტუაცია ვაკონტროლებდით.
„გარდამტეხი მომენტი სეზონში ? ჩვენ პოზიტიური პერიოდი გვაქვს, სამწუხაროა, რომ წინა შეხვედრაში ვერ გავიმარჯვეთ, რადგან კარგი მატჩი გვქონდა. ჩვენ გამოცდილება გვჭირდება და ეს გამოცდილება უმოკლეს დროში უნდა მივიღოთ, რადგან როდესაც იუვენტუსის მაისურით თამაშობ, ყოველთვის მაქსიმუმზე უნდა იფიქრო. გარკვეულ ასპექტებზე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ პროგრესი აშკარაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
