ტურამი:“ სპალეტი გუნდისგან გაცილებით მეტს ითხოვს“
ხეფრენ ტურამმა სასუოლოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გოლის აღნიშვნა დევიდთან ერთად ? ჩვენ მის გამო ბედნიერები ვართ. ჯონათანს 11-მეტრიანის გაცუდების შემდეგ რთული დღეები ჰქონდა, თუმცა სასუოლოსთან მან შესანიშნავად ითამაშა და გუნდს ძალიან დაეხმარა.
„სპალეტის შეძახილები, რომ თავი მაღლა ავწიო ? დიახ, ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რაზეც მეტი უნდა ვიმუშაო.
„გოლი ? სპალეტი ჩემგან ყველაფერს ითხოვს, რადგან იცის, რომ მე როგორც დაცვით ასპექტში, ასევე შეტევაში გუნდის დახმარება შემიძლია. მე მსიამოვნებს, რომ მწვრთნელს ჩემგან დიდი მოლოდინები აქვს. დღეს ვერ გავიტანე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა.
„რა შეიცვალა სპალეტის მოსვლის შემდეგ ? ამის თქმა რთულია, ჩვენ ახლა უფრო მეტად შეკრულები ვართ, ვარჯიშებზე უფრო მეტად ვიხარჯებით და გვინდა, დომინანტი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მწვრთნელმა იცის, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და თითოეული ჩვენგანისგან გაცილებით მეტს ითხოვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
