კარნევალი:“ მუჰარემოვიჩის თაობაზე წინადადება უკვე მივიღეთ“
სასუოლოს დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ იუვენტუსთან მატჩის წინ ტარიკ მუჰარემოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მუჰარემოვიჩის ფასი ? ფეხბურთელის ფასი განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რა დონის გუნდი ინტერესდება მისით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუჰარემოვიჩის თაობაზე რამდენიმე წინადადება უკვე მივიღეთ.
„მუჰარემოვიჩი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მისი გაშვება არ გვსურს, მაგრამ თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ, მას აუცილებლად განვიხილავთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
