ბალძარინი:“ ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის“
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის. დიახ, ამის შანსი მცირეა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დუშანის დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხული იყო, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.
„იუვენტუსი სერბის აგენტს მომდევნო კვირებში შეხვდება და საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება ის ტურინში, თუ გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
