გალათასარაის ნახევარმცველი იუვეს სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიაში ერთ-ერთი სახელი გალათასარაის ფეხბურთელი მარიო ლემინაა.
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის კონტრაქტი თურქებთან სეზონის ბოლოს იწურება და იანვარში მისი გაფორმება დაახლოებით 5 მილიონად იქნება შესაძლებელი.
Tuttomercato-ს ცნობით, 32 წლის გაბონელი ამ მომენტისთვის გუნდის პრიორიტეტი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
