TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მირეტის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

იტალიურ მედიაში ფაბიო მირეტის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება და Tuttosport-ის ცნობით, ტურინულ გრანდს მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ინფორმაციით, იუვე მირეტის გაყიდვას არ ჩქარობს, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი იტალიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონს გადაიხდის, ის ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, მირეტის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის პრიორიტეტი ატალანტას ფეხბურთელი ლაზარ სამარჯიჩი იქნება. სერბი ფეხბურთელი ლა დეას გეგმებში აღარ შედის და მისი 15-20 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !