კიეზა იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
იტალიურ მედიაში ფედერიკო კიეზას იუვენტუსში შესაძლო დაბრუნების თაობაზე საუბრები არ წყდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ლივერპულში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო კიეზა იანვარში გუნდის დატოვებას გეგმავს და ის იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ინფორმაციით, იუვე იანვარში მისი იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
