იუვე სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი ბორნმუთის ფეხბურთელის მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
28 წლის არგენტინელი მცველის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისურ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსს სენესისთან თებერვალში პრე-კონტრაქტის გაფორმება სურს, ზაფხულში კი ის იუვენტუსს უფასოდ შეუერთდება.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე გუნდი უწევს, მაგრამ ამ მომენტისთვის ტურინული გრანდი ფავორიტად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
