TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტა კოპმეინერსის ტრანსფერში რუგანის ჩართვის წინააღმდეგი არ არის

იტალიური მედიის ცნობით, ატალანტას ინტერესი დანიელე რუგანის მიმართ სერიოზულია.

SportItalia-ს ინფორმაციით, იტალიელი მცველის გუნდში ხილვა პირადად ჯან პიერო გასპერინის სურს და მისი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერში გამოყენების წინააღმდეგი არ არის.

ატალანტას გარდა, რუგანის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ, თუმცა ბიანკონერი მის გამოყენებას კოპმეინერსის ტრანსფერში ამჯობინებს.