TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მსურველებს მირეტის ფასი შეუთვალა

Tuttosport-ის ინფორმაციით, იანვარში იუვენტუსი ფაბიო მირეტის გაყიდვა არ სურს, თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ტურინული გრანდი იტალიელის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფაბიოს ტოპ დონის ტალანტად მოიაზრებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, მირეტის გაყიდვის შემთხვევაში, ვის მიმართაც ინტერესს ლაციო იჩენს, იუვენტუსი ატალანტას ლაზარ სამარჯიჩის გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !