პიანიჩი:“ ტონალი იუვენტუსისთვის იდეალური ტრანსფერი იქნებოდა“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის პოზიტიური შედეგები ? მე ეს არ მაკვირვებს და სიმართლე რომ გითხრათ, გუნდში ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ ამ ყველაფერს ველოდებოდი კიდეც. ლუჩიანოს დონის მწვრთნელი ბევრი არ არის, ის შედეგის გარანტიაა.
„სკუდეტო ? იუვენტუსმა ყოველთვის ტიტიულისთვის უნდა იბრძოლოს. გუნდს ლუჩიანოს ხელი სულ უფრო მეტად ეტყობა, სატურნირო ცხრილი ძალიან მჭიდროა და იუვენტუსს აქვს ყველაფერი, რომ ბოლომდე იბრძოლოს.
„ილდისი ? მას აქვს ყველაფერი, რომ გახდეს ჩემპიონი და მიხარია, რომ ის წლიდან წლამდე ვითარდება და თავის პოტენციალს აჩვენებს. მას აქვს კლასი და ტალანტი, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.
„რა აკლია იუვენტუსს ? შესაძლოა ნახევარდაცვაში გაძლიერება. პიანიჩის მსგავსი ფეხბურთელი მათ არ აწყენდათ (იცინის, ავტ.). ვის გავიფორმებდი, მე რომ ვიყო ხელმძღვანელობაში ? მე უპირველესყოვლისა სანდრო ტონალის გაფორმებას ვეცდებოდი. ვფიქრობ, სანდრო ამ იუვენტუსისთვის იდეალური შევსება იქნებოდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
