TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოტოლინის ერთ-ერთი პირველი სატრანსფერო სამიზნე პარმას ნახევარმცველი იქნება

მარკო ოტოლინის იუვენტუსში მისვლა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება, იტალიელი სპეციალისტი კი სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება და ოტოლინის სიაში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პარმას ესპანელი ფეხბურთელი ადრიან ბერნაბეა.

წყაროს ცნობით, პარმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს, თუმცა იუვენტუსს იმედი აქვს, ბიანკონერის ყოფილი დირექტორი ფედერიკო კერუბინი, ვინც ახლა პარმას გენერალური დირექტორია, ბერნაბეს იჯარით გაშვებას დათანხმდება, სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის ვალდებულებით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !