TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ იუვენტუსში წამალი სახელად სპალეტი შესანიშნავად მუშაობს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ Libero-სთან ლუჩიანო სპალეტის მუშაობა შეაფასა.

„იუვენტუსში წამალი სახელად ლუჩიანო სპალეტი შესანიშნავად მუშობს. გუნდმა კრიტიკული პერიოდი, როდესაც რეალურად წყდება, მოქმედებს თუ არა ახალი მწვრთნელის იდეები, გადალახა და აშკარაა, რომ ლუჩიანოს მისვლა გუნდზე პოზიტიურად აისახა.

„რომასთან და ბოლონიასთან მატჩებში იუვენტუსმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა, პიზასთან შეხვედრაში კი გუნდმა სტაბილურობა შეინარჩუნა. შესაძლოა ეს ყველაზე ლამაზი მატჩი არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელობა 3 ქულას აქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !