პალესტრა იანვარში კალიარის არ დატოვებს
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მარკო პალესტრა იანვარში კალიარის რიგებს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, ატალანტა სეზონის ბოლომდე იტალიელი ფეხბურთელის კალიარიში დატოვებას გეგმავს და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
რომანოს თქმით, პალესტრას მიმართ ინტერესს იუვენტუსი და ინტერი იჩენენ, თუმცა იტალიურ გრანდებს კონკურენციას სხვა ევროპული გუნდები, მათ შორის ინგლისელები გაუწევენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
