იუვენტუსის პრიორიტეტი ილდისის კონტრაქტია
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტი მომდევნო თვეებში კენან ილდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იქნება.
წყაროს ცნობით, თურქი ტალანტის შესანიშნავი თამაშის ფონზე, კენანის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება, ამიტომ იუვენტუსს ილდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სეზონის დასრულებამდე სურს.
სკირას თქმით, მოსალოდნელია, რომ ილდისი იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 ან 2031 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 6 მილიონამდე გაიზრდება. ილდისის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ის იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
