ვლაჰოვიჩს თებერვალში დაბრუნების იმედი აქვს
დუშან ვლაჰოვიჩმა გასული დღეები სერბეთში გაატარა, ტურინში დაბრუნდა და სარეაბილიტაციო პროცესი განაახლა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია, თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ვლაჰოვიჩს ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფისთვის დაბრუნება სურს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
წყაროს ცნობით, პარალელურად ვლაჰოვიჩის აგენტი დარკო რისტიჩი დუშანის მომავალთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს. სერბის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის, მაგრამ ამისთვის დუშანს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
