სპალეტი:“ კოპმეიენრსი ნახევარდაცვაში ბრუნდება, პიზა ძალიან კარგი გუნდია“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი პიზასთან მატჩის წინ.
„კოპმეიენრსის პოზიცია ? ჩვენ მას ნახევარდაცვაში ვაბრუნებთ. ხარისხიანმა ფეხბურთელმა იცის, თუ როგორ ითამაშოს რამდენიმე პოზიციაზე და ტეუნი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
„პიზა ? მათი შედეგების მიუხედავად, პიზა ნებისმიერი მეტოქის წინააღდეგ ძალიან კარგ, ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. მათ ინტერთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების გამო წააგეს. ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდებით და ვიცით, სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.
„მაკკენი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, უესტონი გუნდის დასახმარებლად ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, არ აცხადებს პრეტენზიას პოზიციის ხშირი ცვლის გამო, ჩვენ შევძელით გარკვეული ტაქტიკის დანერგვა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკკენი მსხვერპლზე მიდის და თავისთვის არც თუ ისე კომფორტულ პოზიციაზე თამაშობს, ის ყოველთვის დარბის, იბრძვის და არ ნებდება.
„ოპენდა ? ის ფიზიკურად ძლიერი, თუმცა ამავდროულად ძალიან მოქნილი ფეხბურთელია, რომელსაც სიღრმეში ჩამოსვლა და ბურთთან ერთად მოძრაობა შეუძლია. მას და დევიდს საკმარისი დრო აქვთ, კონკურენცია პრობლემა არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
