ინტერი პალესტრას ტრანსფერის დახუევას ცდილობს
ინტერსა და იუვენტუსს შორის მარკო პალესტრას ტრანსფერზე ბრძოლა გრძელდება და ამ მომენტისთვის ფავორიტი ნერაძური გახლავთ.
ფინანსური სირთულეებისა და Fair Play-ს გამო, იანვარში პალესტრას გაფორმება იუვენტუსისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია, ინტერი კი თავის მხრივ ბოლო დღეებში აქტიურად მუშაობს და ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გაფორმება სურს.
Corriere di Bergamo-ს ინფორმაციით, ატალანტა თავის მხრივ პალესტრას გაყიდვას არ ჩქარობს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონს ითხოვს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
