სპალეტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ფაქტობრივად გადაწყვეტილია
იტალიელი ჟურნალისტის გუიდო ვაკიაგოს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
წყაროს ცნობით, სპალეტის გუნდის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ჯონ ელკანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ელკანი მიიჩნევს, რომ ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის ახალი ციკლის დასაწყებად იდეალური ვარიანტია და თუ მომდევნო თვეებში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სპალეტი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
