პალესტრა იუვენტუსის პრიორიტეტია
იანვარში მარჯვენა მცველის პოზიციაზე იუვენტუსის პრიორიტეტად მარკო პალესტრა რჩება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი იტალიელ ტალანს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს, მაგრამ პრობლემა ატალანტას პოზიციაა.
ლა დეა პალესტრას სეზონის ბოლომდე იჯარით კალიარიში დატოვებას და ზაფხულში მის უფრო ძვირდა გაყიდვას გეგმავს.
თუ იუვენტუსს პალესტრას გაფორმება არ გამოუვიდა, მისი ალტერნატივები ბრუკ ნორტონ-კაფი, რაფიკ ბელგალი და ანდრეუ რატიუ იქნებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
