სპალეტის იუვენტუსში რიჩის ხილვა სურს
იუვენტუსის ინტერესი მილანის ნახევარმცველის სამუელე რიჩის მიმართ სერიოზულია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველის ტურინულ გრანდში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს. იტალიელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრებში მუშაობის დროიდან იცნობს და მას გამორჩეულ ტალანტად მოიაზრებს.
წყაროს ცნობით, რიჩის ჩართვა ფედერიკო გატის ტრანსფერში, რაც აქამდე აქტიურად განიხილებოდა რეალური არ არის. იუვენტუსი მილანთან იტალიელი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. რიჩი ალეგრის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი იმედოვნებს, მილანი იავნარში მისი იჯარით გაშვებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
