მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ბელგალი იუვენტუსის პრიორიტეტია
იტალიური მედიის ცნობით, ვერონას ფეხბურთელი რაფიკ ბელგალი იანვარში იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ტურინული გრანდი იანვარში მარჯვენა მცველის გაფორმებას გეგმავს და 23 წლის ალჟირელი დამიენ კომოლის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში ვერონას რიგებში ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი გახლავთ. მისი გაფორმება იანვარში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, ამ თანხის გადახდას კი ბიანკონერი ჟოაუ მარიოს გაყიდვით ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
