TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და სპალეტი ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს იმსჯელებენ

იუვენტუსის ხელმძღვანელობა ლუჩიანო სპალეტის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა Il Bianconero-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიელ სპეციალისტთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ იგეგმება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ ხელშეკრულების საკითხს სეზონის მიწურულს განიხილავენ, ისაუბრებენ პროექტის ამბიციებსა და საერთო მიზნებზე და თუ გუნდისა და მწვრთნელის ხედვა ერთმანეთს დაემთხვა, სპალეტი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

გამოცემის ინფორმაციით, სპალეტისა და ჯონ ელკანს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ლუჩიანო პირადად იუვენტუსის მფლობელის პრიორიტეტული არჩევანი იყო და დიდი ალბათობით ბიანკონერი იტალიელ სპეციალისტს სეზონის ბოლოს ახალ, უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !