იუვემ გატის თაობაზე მილანის წინადადება უარით გაისტუმრა
იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანი ფედერიკო გატის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, აქამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდები გატი-რიჩის ბარტერზე მუშაობდნენ, სიმართლე არ არის, თუმცა ლომბარდიული გრანდის ინტერესი გატის მიმართ მართლაც არსებობს.
ლონგოს თქმით, მილანმა ფედერიკოს 6-თვიანი იჯარით გაფორმება სცადა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაზეც უარი მიიღო. წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გატი როსონერის ერთადერთი სამიზნე არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
