ინტერი ფრატეზის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს
Sky Sport-ის ინფორმაციით, იანვარში იუვენტუსს დავიდე ფრატეზის გაფორმება გაუჭირდება.
წყაროს ცნობით, ნერაძური იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის გასხვისებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დაინტერესებული გუნდი დავიდეს სანაცვლოდ 30-35 მილიონს გადაიხდის.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ფრატეზის ტრანსფერში კონკურენციას რომა, ნაპოლი და რამდენიმე უცხოური გუნდი გაუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
