TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეები ნახევარდაცვაში…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის წინ იუვენტუსს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნეები შერჩეული ჰყავს.

Tuttomercato-ს ცნობით, დავიდე ფრატეზი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება, თუმცა ინტერი იტალიელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებს ართულებს.

ალტერნატიული ვარიანტები ლაიფციგის ქსავიერ შლანგერი და ფეიენორდის ტიმბერი არიან, ორივე მათგანის მიმდინარე კონტრაქტები გუნდებთან სეზონის ბოლოს იწურება და მათი გაფორმება ზაფხულში უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერის დახურვა იანვარში სცადოს.

ბიანკონერის სიაში რჩებიან პიერ-ემილ ჰოიბიერგი და ისმაელ კონე, მაგრამ ამ მომენტისთვის მათ ტრანსფერზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !