TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლივერპული ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლივერპული მზად არის, იანვარში დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

სქაუზერები ტრავმირებული ალექსანდერ ისაკის შემცვლელის ძიებაში არიან და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის ტრავმის მიუხედავად, სერბი ფორვარდი მათი ერთ-ერთი სამიზნეა.

წყაროს ცნობით, ლივერპული მზად არის, იუვენტუსს იავნარში 20 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ვლაჰოვიჩი ამ მომენტისთვის სეზონის ბოლომდე ტურინში დარჩენას გეგმავს, რაც მას ზაფხულში გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებისა და უკეთესი კონტრაქტის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !