იუვენტუსი რუდიგერის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და გამოცემა Libero-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი რეალის მცველის ანტონიო რუდიგერის ტრანსფერით ინტერესდება.
32 წლის გერმანელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რეალთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, რუდიგერმა ბლანკოსის რიგები იანვარში დატოვოს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი რუდიგერს მისი გამოცდილებისა და კლასის ფონზე გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს. რუდიგერსა და სპალეტის რომაში მუშაობის პერიოდი აკავშირებთ, რაც გერმანელის დარწმუნებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
