TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუისი:“ იუვენტუსში ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე“

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა, რომელიც იჯარის წესით ნოტინგჰემ ფორესტში თამაშობს, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში გატარებული პერიოდი ? ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, მე სეზონის მსვლელობისას არაერთი ტრავმა მივიღე, რასაც სხვა სირთულეებიც დაემატა და სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა არ მომეცა.

„ნოტინგჰემი ? გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, მწვრთნელი რამდენჯერმე შეიცვალა, რაც ფეხბურთელისთვის ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისით ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთ არის, მე აქ ბედნიერი ვარ და გუნდის დახმარება მინდა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !