იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იანვარში ფრენდრუპი იქნება
იუვენტუსი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და დავიდე ფრატეზი ბიანკონერის პრიორიტეტია, თუმცა პარალელურად ტურინული გრანდი ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.
SportItalia-ს ცნობით, დავიდეს ერთ-ერთი ალტერნატივა ჯენოას 24 წლის ნახევარმცველი მორტენ ფრენდრუპი გახლავთ.
მარკო ოტოლინი დანიელ ფეხბურთელსა და მის აგენტს კარგად იცნობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები რთული არ უნდა იყოს. ჯენოა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, თუმცა იუვენტუსმა შესაძლოა მატია პერინი გამოიყენოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
