იუვე და მილანი ხმაურიან ბარტერს განიხილავენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა და მილანმა იანვარში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
La Repubblica-ს ინფორმაციით, მილანი ფედერიკო გატის ტრანსფერით ინტერესდება, როსონერის რიგებში იტალიელი მცველის ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და მილანი მზად არის, იუვენტუსს სანაცვლოდ სამუელე რიჩი შესთავაზოს.
24 წლის იტალიელი ნახევარმცველი გატის მსგავსად 25-30 მილიონად არის შეფასებული და მხარეები პირდაპირ ბარტერზე იმუშვებენ, ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
