TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

ტრავმის მიუხედავად, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და სერბის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ლომბარდიულმა გრანდმა ახლახანს ახალგაზრდა სერბი ტალანტის ანდრეი კოსტიჩის ტრანსფერი შეათანხმა, მისი წარმომადგენელი კი ვლაჰოვიჩის აგენტი დარკო რისტიჩი გახლავთ.

MilanNews-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მილანმა ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ლომბარდიული გრანდი სერბ ფორვარდთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ პრე-კონტრაქტის გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !