ელკანი:“ თითოეული ჩვენგანი იუვენტუსის ისტორიის ნაწილები ვართ…“
გუშინ J Museum-ში საშობაო ვახშამი გაიმართა, რომელსაც როგორც ფეხბურთელები, ასევე სტაფის წევრები, დირექტორები და გუნდის ხელმძღვანელობა დაესწრო, რომლის დროსაც ჯონ ელკანმა კომენტარი გააკეთა.
„აქ თქვენთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, თითოეული ჩვენგანი დიდი შავ-თეთრი ოჯახის წევრია და მინდა, შობის წინ ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ.
„ჩვენ ვართ აქ, ჩვენს მუზეუმში, რომელიც იუვენტუსის დიდებული ისტორიის წარმოჩინებაა, ისტორიის, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა ვიცოდეთ, რადგან ჩვენ ამ ისტორიის ნაწილები ვართ.
„თქვენ ხდებით ჯგუფი, გუნდი რომელიც სულ უფრო ძლიერდება, ერთანდება და რომელსაც გაამრჯვების გზაზე დაბრუნება შეუძლია.
„გამარჯვება არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და მინდა, ამის გამო თითოეულ თქვენგანს, სტაფს, გუნდის წევრებს, მწვრთნელს, მენეჯერებს და თქვენს ოჯახებს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
