TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანდასმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

იტალიური მედიის ცნობით, ლაციოს კარის დარაჯი ხრისტოს მანდასი იუვენტუსში გადაბარგებას დათანხმდა.

ტურინული გრანდი მატია პერინის შემცვლელის ძიებაშია, ვინც თავის მხრივ ჯენოაში ტრანსფერთან არის ახლოს და ლაციოს 24 წლის კარის დარაჯი იუვენტუსის პრიორიტეტული არჩევანია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯენოას მხრიდან პერინის თაობაზე წინადადების მოლოდინშია და თუ გუნდებმა შეთანხმება შეძლეს, ბიანკონერი მანდასის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !