იუვე დრაგუშინის დაბრუნებას განიხილავს
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე დაცვის გასაძლიერებლად რადუ დრაგუშინი იქნება.
23 წლის რუმინელი ფეხბურთელი ტოტენჰემის გეგმებში არ შედის, მას მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთი არ გაუტარებია და იანვარში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
დი ნატალეს ცნობით, ლონდონელები რადუს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ, მაგრამ არც მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები იქნებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
იუვენტუსის გარდა, დრაგუშინის მიმართ ინტერესს ინტერი, მილანი და ნაპოლიც იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
