TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის იტალიაში დარჩენა სურს…

ვოიცეხ შესნი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და პოლონელი კიპერის აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არაბული გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, პოლონელს იტალიაში დარჩენა სურს და ჯერჯერობით ევროპის დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, შესნის მიმართ ინტერესს არ კარგავს მონცა, მაგრამ ლომბარდიელებს ამ მომენტისთვის სხვა პრიორიტეტები აქვთ და ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.