იუვე შლაგერის ტრანსფერზე მუშაობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ქსავიერ შლაგერის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა 28 წლის ფეხბურთელის თაობაზე მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ავსტრიელი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ლაიფციგთან სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა შლაგერის იანვარში გაფორმება სცადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
