იუვე პარმას ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსის ინტერესი პარმას ნახევარმცველის ადრიან ბერნაბეს მიმართ სერიოზულია.
La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსმა 24 წლის ესპანელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მის გაფორმებას იანვარში ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, პარმა თავის მხრივ იანვარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის მარტივად გაშვებას არ აპირებს და მინიმუმ 20-25 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
