ფიორენტინას მარჯვენა მცველი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იანვარში იუვენტუსის ერთ-ერთი ამოცანა მარჯვენა მცველის გაფორმება იქნება და ტურინულ გრანდს პრიორიტეტული სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
SportItalia-ს ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ფიორენტინას ფეხბურთელი დოდო გახლავთ, ვის მიმართაც იუვენტუსი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.
27 წლის ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, მისი გაფორმება იანვარში 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი, თუმცა პირველ რიგში ტურინელებს ჟოაუ მარიოს გაყიდვა მოუწევთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
