TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იანვარში გორეცკას გაფორმებას ეცდება

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველის ლეონ გორეცკას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

30 წლის გერმანელის მიმდინარე კონტრაქტი ბაიერნთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება იანვარში საკმაოდ იაფად იქნება შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, პრობლემა გორეცკას მიერ მოთხოვნილი ხელფასია. ის სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის. ბიანკონერი გერმანელთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს და საერთო ენის გამონახვას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !