ბერგომი:“ ამ იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია“
ინტერის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ გადაცემა Sky Calcio Club-ში რომასთან იუვენტუსის გამარჯვება შეაფასა.
„იუვენტუსი ზედიზედ ორი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოიყურება. ჯერჯერობით რაიმდე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია, რადგან მათ სტაბილურობა სჭირდებათ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
„რაც დრო გადის, იუვენტუსს სპალეტის ხელი სულ უფრო ეტყობა და ვფიქრობ, იუვენტუსს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.
„ილდისი ? მის ხარისხსა და პოტენციალში ეჭვის შეტანა უბრალოდ შეუძლებელია, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ილდისი მაღალია, ის ძალიან მსუბუქად მოძრაობს და შესანიშნავი დრიბლინგი აქვს, რომლის წინააღმდეგ თამაში ურთლესი ამოცანაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
