მარიოს მსურველები ინგლისში ჰყავს
იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟოაუ მარიოს გაყიდვა იქნება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და იუვენტუსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის სანაცვლოდ 10-11 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მარიოს მიმართ ინტერესი რამდენიმე გუნდმა უკვე დაადასტურა, თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიურად კრისტალ პალასი მუშაობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
