კაპელო:“ ასეთი იუვენტუსი დიდი ხანია არ მინახავს“
ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – რომას მატჩი შეაფასა.
„ეს ძალიან კარგი, დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იყო, რომელშიც ორივე უნგი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა და დროის გაყვანაზე ორიენტირებული არ იყო.
„მოედანზე ვნახეთ იუვენტუსი, რომელიც უკვე დიდი ხანია არ გვინაგავს. გუნდი, რომელსაც ეტყობოდა ხასიათი, კლასი, მონდომება, ბურთის დაკარგვის შემდეგ თითოეული ფეხბურთელი მის დაბრუნებას ცდილობდა, თამაშობდნენ სისწრაფითა და ინტენსიობით.
„პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში იუვენტუსმა მეტოქეს აჯობა. სვილარმა რამდენიმე შესანიშნავი სეივი განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში იუვე უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
