პერინი ჯენოაში ტრანსფერს დათანხმდა, იუვემ მისი პოტენციური შემცვლელი შეარჩია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, მატია პერინი ჯენოაში დაბრუნებას დათანხმდა.
წყაროს ცნობით, დანიელე დე როსისა და პერინს შორის საუბარი გაიმართა და საბოლოო ჯამში იტალიელმა კიპერმა გენუურ გუნდში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა.
პედულას თქმით, იუვენტუსი პერინის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის ღირსეულ შემცვლელს იპოვნის. იუვენტუსის პრიორიტეტი ლაციოს ხრისტოს მანდასია, მაგრამ პრობლემა მათ მიერ მოთხოვნილი 15 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
