TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ განვითარების უდიდესი პოტენციალი გვაქვს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მნიშვნელოვანი გამრჯვება ? ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა. რომა არის გუნდი, რომელიც მეტოქეს ძალიან დიდ ინტენსიობას, ფიზიკურ ორთაბრძოლებს სთავაზობს, მათ სივრცეების გამოყენება და პრობლემების შექმნა ძალიან კარგად შეუძლიათ.

„მე არ მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდი ძალიან სიღრმეში იწევს და მხოლოდ დაცვაზეა ორიენტირებული, ეს მე მაშინებს, ამიტომ ვცდილობ, რომ ჩვენ ყოველთვის დომინანტები ვიყოთ.

„ილდისი და კონსეისაუ ? ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, ახალგაზრდები, რომლებიც გუნდს არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვით ფაზაშიც ეხმარებიან.

„საბოლოო ჯამში მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველამ ვიცით, რომ რომა ამ სეზონში სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ შესანიშნავი დაცვა ჰყავთ, მაგრამ ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ილდისი ? კენანი შესანიშნავი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მას მთელი მარცხენა ფლანგი ათვისებული ჰქონდა. ილდისმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა პოტენციალი აქვს.

„ჟეგროვა ? ედონი მეტოქე გუნდის საჯარიმოსთან ახლოს ძალიან კარგია, თუმცა მას არ აქვს ეს ფეთქებადი სისწრაფე და ინტენსიობა, რომ ბურთთან ერთა 50-60 მეტრი დაფაროს, ასევე მას დაცვაში თამაში არც თუ ისე კარგად გამოსდის.

„განვითარება ? ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბაზა, საუკეთესო მინდორი, საუკეთესო გარემო და პირობები, ამიტომ დროა, შესაბამისი ფეხბურთი ვაჩვენოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !