კიელინი:“ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იქნება, ჩვენ ვიხილავთ ბევრ დუელს, აგრესიას ორივე გუნდის მხრიდან და მოტივაციას.
„რომას ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს, თითქმის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხარისხი, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ, სივრცეები გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
„რა შეცვალა სპალეტიმ ? მან გუნდში მოიტანა საჭირო გამოცდილება, მან ფეხბურთელები დაარწმუნა, რომ თუ მის იდეებს და ვარჯიშის დროს მიღებულ იდეებს გამოიყენებენ, წარმატებას მიაღწევენ.
„ბოლონიასთან მატჩი იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც ჩვენ 90 წუთის განმავლობაში თამაშში დავრჩით, ვაჩვენეთ დიდი თავდაჯერებულობა, კარგი თამაში და დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვოთ, ახლა კი ჩვენ მეტი სტაბილურობა გვჭირდება.
„რომა ძალიან ძლიერია, ისინი პრობლემებს შეგვიქმნიან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
