TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ ანიელების ოჯახი უკვე 102 წელია იუვენტუსს გვერდში უდგას და მიხარია, რომ ელკანი ამ ტრადიციას აგრძელებს“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ გუნდის შესაძლო გაყიდვის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„მედიაში იუვენტუსის შესაძლო გაყიდვის შესახებ ცნობები სრულიად ნორმალურია, რადგან ეს არის დიდებული გუნდი, რომელიც, როგორც იცით, ძალიან მიყვარს და რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ქომაგი ჰყავს.

„ამ ფერებს წარმოუდგენელი ვნება აკავშირებს, რომლის უკან უკვე 102 წელია ერთი ოჯახი დგას, რაც ფეხბურთში უნიკალური ისტორიაა და მიხარია, რომ ჯონ ელკანი ამ გზად აგრძელებს.

„იუვენტუსში უამრავი გამორჩეული მომენტი გამოვიარე, მაგრამ იყო რთული პერიოდებიც, განსაკუთრებით 2006 წელი და სერია ბ-ში დაქვეითება, მაგრამ ანიელების ოჯახი გუნდთან დარჩა, გუნდის მხარდაჭერა გააგრძელა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა და იუვენტუსი დააბრუნა იქ, სადაც მისი ადგილია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !