ჰოიბიერგის იანვარში გაფორმება გამორიცხულია
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პიერ-ემილ ჰოიბიერგის იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხულია.
30 წლის ნახევარმცველი ტურინული გრანდის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ მოიაზრებოდა, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ცნობით, მარსელი მის იანვარში გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, რობერტო დე ძერბი ჰოიბიერგს მოედანზე და გასახდელში უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს და მისი გაყიდვა არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
